ცენტრალური გამწვევი კომისიის არასაშტატო მუდმივმოქმედ სამხედრო-საექიმო საექსპერტო კომისიას ევალება:
ა) საქართველოს რაიონებისა და ქალაქების სამხედრო კომისარიატებში საექიმო ექსპერტიზის ორგანიზაცია;
ბ) სამხედრო კომისარიატების საექიმო-საექსპერტო კომისიების მუშაობის ხელმძღვანელობა, მათი მუშაობის კონტროლი, მეთოდური და პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა;
გ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გადავადებულ მოქალაქეთა საკონტროლო გადამოწმება, საქალაქო და რაიონული გამწვევი კომისიების გადაწყვეტილების დამტკიცება;
დ) იმ მოქალაქეთა საკონტროლო სამედიცინო გამოკვლევა, რომლებიც არ ეთანხმებიან რაიონის, ქალაქის გამწვევი სამედიცინო-საექსპერტო კომისიის გადაწყვეტილებას მათი სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის კატეგორიის შესახებ;
ე) იმ მოქალაქეთა შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტიდან, რაიონების, ქალაქების გამწვევ სამედიცინო-საექსპერტო კომისიებში დაბრუნების მიზეზის აღრიცხვა, შესწავლა და ანალიზი, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ექვემდებარებოდნენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას.
სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 8
თავი I — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 15. ცენტრალური გამწვევი კომისია
- მუხლი 18. გამწვევი კომისიის შექმნა
- მუხლი 16. ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობა
- მუხლი 17. ცენტრალური გამწვევი კომისიის საქმიანობის წესი
- მუხლი 3. საქართველოს კანონმდებლობა საექიმო საქმიანობის შესახებ
- მუხლი 20. გამწვევი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის დებულების დამტკიცების შესახებ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 8. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/112750/muxli-8/