ა) ყოველწლიურად თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად განახორციელოს დაქვემდებარებული სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიების მუშაობის კონტროლი;
ბ) განსაზღვროს მიზეზობრივი კავშირი იმ სამხედრო მოსამსახურეთა (მოქალაქეების) დაავადების, დასახიჩრების ან სიკვდილისა, რომლებიც გადიან ან გაიარეს სამხედრო სამსახური (სამხედრო შეკრება), მათ შორის, ყოფილი სსრკ-ის სამხედრო ძალებიდან დათხოვნილი მოსამსახურეების;
გ) დაუდგინოს პირველადი ინვალიდობის ჯგუფი თავდაცვის სამინისტროს თადარიგში მყოფ ოფიცერთა შემადგენლობას;
დ) დადგენილი წესით ჩაატაროს ძიებაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეთა სასამართლო-სამედიცინო და სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა;
ე) ყველა საჭირო და კონფლიქტურ შემთხვევაში გააკონტროლოს და მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის კატეგორიის შესახებ;
ვ) განაზოგადოს სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის პრობლემების მეცნიერული დამუშავების საკითხები;
ზ) მოამზადოს სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის ექიმი-სპეციალისტები