მუხლი 3🔗
სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად საქართველოს სამხედრო ძალებში (თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სასაზღვრო ჯარებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, ცენტრალურ გამწვევ კომისიაში) იქმნება არასაშტატო, მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიები; სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის საკითხებში მათ ხელმძღვანელ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს სამხედრო ძალების საშტატო ცენტრალური სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო სამმართველოს