მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა ნებისმიერ დროს, კონფლიქტის მხარეებმა კი შეიარაღებული კონფლიქტის დროს, უნდა უზრუნველყონ, რომ ჰყავდეთ სამართლებრივი მრჩევლები, რომელთაც აუცილებლობის შემთხვევაში შეეძლებათ რჩევის მიცემა სათანადო რანგის სამხედრო ხელმძღვანელობისათვის კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის გამოყენებისა და შეიარაღებული ძალებისათვის ამ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი ინსტრუქტაჟის ჩატარების თაობაზ