1. მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა და კონფლიქტის მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა, რათა შეასრულონ კონვენციებითა და წინამდებარე ოქმით მათთვის დაკისრებული ვალდებულებები.
2. მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა და კონფლიქტის მხარეებმა, კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის შესრულების უზრუნველსაყოფის მიზნით, უნდა გასცენ ბრძანებები და ინსტრუქციები, და ზედამხედველობა გაუწიონ მათ შესრულება