1. კონვენციების დებულებები დარღვევებისა და მძიმე დარღვევების აღკვეთის შესახებ, რომლებსაც ავსებს წინამდებარე ნაწილი, გამოიყენება წინამდებარე ოქმის დარღვევისა და მძიმე დარღვევების აღსაკვეთად.
2. კონვენციების თანახმად მძიმე დარღვევებად მიჩნეული დარღვევები წარმოადგენს წინამდებარე ოქმის მძიმე დარღვევებს, თუ ისინი ჩადენილია მოწინააღმდეგე მხარის ძალაუფლების ქვეშ მყოფი და წინამდებარე ოქმის 44-ე, 45-ე და 73-ე მუხლებით დაცული პირების წინააღმდეგ, ან ჩადენილია მოწინააღმდეგის დაჭრილების, ავადმყოფებისა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირების წინააღმდეგ, რომლებიც დაცულნი არიან წინამდებარე ოქმით, ან მოწინააღმდეგე მხარის კონტროლს ქვეშ მყოფი და წინამდებარე ოქმით დაცული სამედიცინო ან რელიგიური პერსონალის, სამედიცინო დანაყოფების ან სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებების წინააღმდეგ.
3. მე-11 მუხლით განსაზღვრული მძიმე დარღვევებზე დამატებით, წინამდებარე ოქმის მძიმე დარღვევებს წარმოადგენს შემდეგი მოქმედებები, როცა ისინი ჩადენილია განზრახ, წინამდებარე ოქმის შესაბამისი დებულებების დარღვევით და შედეგად იწვევს სიკვდილს ან სხეულის ან ჯანმრთელობის სერიოზულ დაზიანებას:
(ა) სამოქალაქო მოსახლეობის ან ცალკეული სამოქალაქო პირების თავდასხმის ობიექტად გადაქცევა;
(ბ) სამოქალაქო მოსახლეობაზე ან სამოქალაქო ობიექტებზე განურჩეველი თავდასხმა, იმის ცოდნით, რომ ასეთი თავდასხმა გამოიწვევს სამოქალაქო პირთა სიცოცხლის გადამეტებულ მოსპობას, სამოქალაქო პირთა ზიანს ან სამოქალაქო ობიექტების დაზიანებას, როგორც ეს განსაზღვრულია 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (iii) ქვეპუნქტით;
(გ) თავდასხმა სახიფათო ძალის შემცველ ნაგებობებსა ან დანადგარებზე, იმის ცოდნით, რომ ასეთი თავდასხმა გამოიწვევს სიცოცხლის გადამეტებულ მოსპობას, სამოქალაქო პირთა ზიანს ან სამოქალაქო ობიექტების დაზიანებას, როგორც ეს განსაზღვრულია 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (iii) ქვეპუნქტით;
(დ) დაუცველი ადგილებისა და დემილიტარიზებული ზონების თავდასხმის ობიექტებად გადაქცევა;
(ე) თავდასხმა პირზე იმის ცოდნით, რომ იგი hors de combat პირია;
(ვ) 37-ე მუხლის დარღვევით, წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის განმასხვავებელი ემბლემებით ან კონვენციებითა და წინამდებარე ოქმით აღიარებული სხვა დამცავი ნიშნების ვერაგულად გამოყენება.
4. წინა პუნქტებსა და კონვენციებში გათვალისწინებულ მძიმე დარღვევებზე დამატებით, წინამდებარე ოქმის მძიმე დარღვევად ითვლება მოქმედებები, როცა ისინი ჩადენილია განზრახ და კონვენციებისა და ოქმის დარღვევით:
(ა) ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ, მეოთხე კონვენციის 49-ე მუხლის დარღვევით, თავისი სამოქალაქო მოსახლეობის ნაწილის გადაყვანა მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან ოკუპირებული ტერიტორიის მთელი მოსახლეობის ან მისი ნაწილის დეპორტაცია ან გადაყვანა ამ ტერიტორიის ფარგლებში ან მის გარეთ;
(ბ) სამხედრო ტყვეების ან სამოქალაქო პირების რეპატრიაციის გაუმართლებელი შეფერხება;
(გ) აპარტეიდის პრაქტიკისა და რასობრივ დისკრიმინაციაზე დაფუძნებული პიროვნული ღირსების შემლახველი სხვა არაადამიანური და დამამცირებელი მოქმედების პრაქტიკა;
(დ) ნათლად ამოსაცნობი ისტორიული ძეგლების, ხელოვნების ნიმუშებისა და ღვთისმსახურების ადგილების, რომელიც ხალხთა კულტურულ და სულიერ მემკვიდრეობას წარმოადგენს და რომლებსაც, მაგალითად, კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში მიღებული სპეციალური ზომებით, მინიჭებული აქვს განსაკუთრებული დაცვა, თავდასხმის ობიექტად გადაქცევა, რაც შედეგად იწვევს მათ მნიშვნელოვან განადგურებას, როდესაც სახეზე არ არის მოწინააღმდეგე მხარის მიერ 53-ე მუხლის (ბ) ქვეპუნქტის დარღვევა და როცა ამგვარი ისტორიული ძეგლები, ხელოვნების ნიმუშები ან ღვთისმსახურების ადგილები არ მდებარეობს სამხედრო ობიექტების უშუალო სიახლოვეს;
(ე) კონვენციებით დაცული ან წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პირებისათვის სამართლიანი და რეგულარული სამართალწარმოების უფლების ჩამორთმევა.
5. კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის გამოყენებისათვის ზიანის მიყენების გარეშე ამ დოკუმენტების მძიმე დარღვევები უნდა ჩაითვალოს ომის დანაშაულება