1. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ როგორც მშვიდობიანი, ისე შეიარაღებული კონფლიქტის დროს, რაც შეიძლება ფართოდ გაავრცელონ კონვენციები და წინამდებარე ოქმი თავიანთ ქვეყნებში და, განსაკუთრებით, შეიტანონ მათი სწავლება სამხედრო მომზადების პროგრამაში და ხელი შეუწყონ სამოქალაქო მოსახლეობის მიერ მათ შესწავლას, რათა ეს დოკუმენტები ცნობილი იყოს შეიარაღებული ძალებისა და სამოქალაქო მოსახლეობისთვის.

2. ნებისმიერი სამხედრო და სამოქალაქო უწყება, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა შეიარაღებული კონფლიქტის დროს კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის შესრულებაზე, სრულად უნდა იცნობდნენ მათ ტექსტებ