1. ბავშვები უნდა სარგებლობდნენ განსაკუთრებული პატივისცემით და დაცული უნდა იყვნენ უღირსი ხელყოფის ნებისმიერი ფორმისგან. კონფლიქტის მხარეებმა ისინი უნდა უზრუნველყონ ზრუნვითა და დახმარებით, რომელიც აუცილებელია მათი ასაკის ან რაიმე სხვა მიზეზის გამო.
2. კონფლიქტის მხარეებმა ყველა შესაძლებელი ღონე უნდა იხმარონ, რათა თხუთმეტი წლის ასაკს მიუღწეველმა ბავშვებმა არ მიიღონ უშუალო მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში და, განსაკუთრებით, მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ შეიარაღებულ ძალებში მათი გაწვევისაგან. თხუთმეტ წელს მიღწეული პირების გაწვევისას, რომელთაც ჯერ არ შესრულებიათ თვრამეტი წელი, კონფლიქტის მხარეებმა უნდა ეცადონ, რომ უპირატესობა მიანიჭონ ყველაზე ასაკოვან პირებს.
3. თუ გამონაკლის შემთხვევაში, მე-2 პუნქტის დებულებათა მიუხედავად, თხუთმეტ წლის ასაკს მიუღწეველი ბავშვები უშუალო მონაწილეობას იღებენ საბრძოლო მოქმედებებში და მოწინააღმდეგის ძალაუფლების ქვეშ ხვდებიან, ისინი განაგრძობენ წინამდებარე მუხლით მინიჭებული განსაკუთრებული დაცვით სარგებლობას, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი სამხედრო ტყვეები.
4. შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული მიზეზების გამო დაპატიმრებული, დაკავებული ან ინტერნირებული ბავშვები უნდა მოათავსონ მოზრდილთაგან განცალკევებულ მოთავსების ადგილზე, გარდა 75-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად გათვალისწინებული შემთხვევისა, როცა ათავსებენ ოჯახებს, როგორც ცალკეულ ერთეულებს.
5. შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული სამართალდარღვევისათვის გამოტანილი სიკვდილით დასჯის განაჩენი არ უნდა აღსრულდეს იმ პირთა მიმართ, ვისაც სამართალდარღვევის ჩადენის მომენტში არ შესრულებია თვრამეტი წელ