1. ქალები უნდა სარგებლობდნენ განსაკუთრებული პატივისცემით და დაცული უნდა იყვნენ, განსაკუთრებით, გაუპატიურების, იძულებითი პროსტიტუციისა და უღირსი ხელყოფის ნებისმიერი ფორმისაგან.

2. შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული მიზეზების გამო დაპატიმრებული ან ინტერნირებული ორსული ქალებისა და მცირეწლოვანი ბავშვების დედების საქმეები განხილულ უნდა იქნეს უმაღლესი პრიორიტეტულობით.

3. კონფლიქტის მხარეები უნდა შეეცადონ, რომ მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში უარი თქვან ორსული ქალების ან მცირეწლოვანი შვილების დედებისათვის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისათვის სიკვდილით დასჯის განაჩენის გამოტანაზე. აღნიშნული ქალების მიმართ ასეთ სამართალდარღვევებზე გამოტანილი სიკვდილით დასჯის განაჩენი არ უნდა აღსრულდე