1. კონფლიქტის მხარეებმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს უნდა მისცენ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა მას მიეცეს კონვენციებითა და წინამდებარე ოქმით მისთვის დაკისრებული ჰუმანიტარული ფუნქციების შესრულების საშუალება, კონფლიქტის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უზრუნველყოფის მიზნით; წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, კონფლიქტის დაინტერესებული მხარეების თანხმობით, კონფლიქტის მსხვერპლთა სასარგებლოდ ასევე შეუძლია ნებისმიერი სხვა სახის ჰუმანიტარული საქმიანობის განხორციელება.
2. კონფლიქტის მხარეები წითელი ჯვრის (წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის) თავის შესაბამის ორგანიზაციებს უზრუნველყოფენ ყველა საჭირო საშუალებით, რათა მათ განახორციელონ ჰუმანიტარული საქმიანობა შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლთა დასახმარებლად კონვენციების, წინამდებარე ოქმისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კონფერენციების მიერ ფორმულირებული წითელი ჯვრის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.
3. მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა და კონფლიქტის მხარეებმა ყველა შესაძლო საშუალებით ხელი უნდა შეუწყონ დახმარებას, რომელსაც წითელი ჯვრის (წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის) ორგანიზაციები და წითელი ჯვრის საზოგადოებათა ლიგა[1] უწევს შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლებს კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის დებულებებისა და წითელი ჯვრის ძირითადი პრინციპების შესაბამისად, როგორც ისინი ფორმულირებულია წითელი ჯვრის საერთაშორისო კონფერენციების მიერ.
4. მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა და კონფლიქტის მხარეებმა შესაძლებლობების ფარგლებში მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საშუალებების მსგავსი საშუალებებით უნდა უზრუნველყოფენ კონვენციებსა და წინამდებარე ოქმში მითითებული სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციები, რომლებიც კონფლიქტის შესაბამისი მხარეების მიერ სათანადოდ არიან უფლებამოსილნი და რომლებიც თავის ჰუმანიტარულ საქმიანობას ახორციელებენ კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის დებულებათა შესაბამისად.
..............................................
[1] 1992 წლის 10 თებერვალს შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ, როგორც 1949 წლის ჟენევის კონვენციების დეპოზიტარი სახელმწიფოს მთავრობამ, აცნობა კონვენციების ყველა მხარე სახელმწიფოს, რომ 1991 წლის 28 ნოემბერს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების ლიგამ შეიცვალა სახელი და დაირქვა „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაცია