მუხლი 2🔗
სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზა ტარდება საქართველოს სამხედრო ძალებში საქართველოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირების, აგრეთვე სხვა ქვეყნის მოქალაქეების (შემდგომში – მოქალაქეების) ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სამხედრო სამსახურისათვის მათი ვარგისიანობის კატეგორიის დადგენის მიზნით. სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზა ტარდება სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული დასახიჩრების (ჭრილობების, ტრავმების, კონტუზიების) დაავადების მიზეზობრივი კავშირის განსაზღვრის მიზნით