1. ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარე − საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

2. ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე (თანათავმჯდომარე) − საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე − გენერალური შტაბის უფროსი.

3. ცენტრალური გამწვევი კომისიის წევრები:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

ბ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;

დ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;

ე) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე;

ვ) ამ პუნქტის „ა“ – „ე“ ქვეპუნქტებში მოცემული დაწესებულებების, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სააგენტოს წარმომადგენელი/წარმომადგენლები.

4. ცენტრალური გამწვევი კომისიის მდივანი − სააგენტოს წარმომადგენელი.

5. ცენტრალური გამწვევი კომისია, განსახილველი საკითხებიდან გამომდინარე, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომპეტენციისა და საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით, კომისიის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლების გარეშე უფლებამოსილია, მიიწვიოს სახელმწიფო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, შესაბამისი დარგის ექსპერტები ან სხვა პირებ