1. წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი ცენტრი იქმნება ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ცენტრების მისამართებზე.

2. პირის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სააგენტო წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრში მოქმედ სამუშაო ჯგუფს უგზავნის შემდეგ დოკუმენტაციას:

ა) წვევამდელთა სახელობით სიას (4 ეგზემპლარი) (დანართი №12);

ბ) წვევამდელის პირადობის მოწმობის ასლს;

გ) სამხედრო-სააღრიცხვო ბარათს (დანართი №2);

დ) სამხედრო ნამსახურების ბარათს (დანართი №13);

ე) წვევამდელის სამედიცინო შემოწმების ბარათს (3 ეგზემპლარი).

3. წვევამდელების ორგანიზებულად განაწილება ხორციელდება წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი ცენტრიდა