1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირის სამედიცინო შემოწმებას ახორციელებს მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია.
2. მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია სამედიცინო შემოწმების ჩატარებისას ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრული სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის ორგანიზებისა და განხორციელების წესითა და შესაბამისი დაავადებების/ ტრავმების ნუსხით.
3. მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია სამედიცინო შემოწმების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი სამედიცინო გამოკვლევის) ჩატარების შემდეგ, ადგენს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის შესაბამისობის ხარისხსა და კატეგორიას.
4. მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია, შემოწმების შემდეგ, წვევამდელის შესახებ იძლევა დასკვნას სამხედრო სამსახურისთვის მისი შესაბამისობის თაობაზე, შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ა) შესაბამისია სამხედრო სამსახურისთვის;
ბ) შესაბამისია სამხედრო სამსახურისთვის უმნიშვნელო შეზღუდვით;
გ) შეზღუდულად შესაბამისია სამხედრო სამსახურისთვის;
დ) დროებით შეუსაბამოა სამხედრო სამსახურისთვის;
ე) შეუსაბამოა სამხედრო სამსახურისთვის.
5. მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ წვევამდელის სამედიცინო შემოწმების შემდეგ სამხედრო ნამსახურების ბარათსა (დანართი №13) და წვევამდელთა სახელობით სიაში (დანართი №12) კეთდება აღნიშვნა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიის მითითებით.
6. სამედიცინო შემოწმების ჩატარების დროს პირი თავისუფლდება სამსახურიდან/საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სამუშაო/სწავლების ადგილისა და შრომის ანაზღაურების/სტიპენდიის შენარჩუნებით.
7. თუ წვევამდელის მიმართ მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია მიიღებს/გამოიტანს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას/დასკვნას, გამწვევი კომისია ვალდებულია, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან/დასკვნის გამოტანიდან 10 დღის ვადაში ძალადაკარგულად გამოაცხადოს წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება და მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების/დასკვნის მიღებიდან/გამოტანიდან გამწვევი კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებამდე წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა დაუშვებელია.
8. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის პირის მოსამზადებლად განსახორციელებელი სამკურნალო-პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი ღონისძიებები, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირისთვის (წვევამდელისთვის) ჩატარებული დამატებითი სამედიცინო გამოკვლევა და მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ შესრულებული სამუშაოები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდა