1. სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზების მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება შესაძლებელია ელექტრონული სისტემის/ბაზების მეშვეობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესასრულებლად, უზრუნველყოფილია სააგენტოს წვდომა თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ ელექტრონულ სისტემებთან/ბაზებთან.
3. შესაბამისი სუბიექტები, კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულნი არიან, ხელი შეუწყონ ამ მუხლით გათვალისწინებული ელექტრონული სისტემების/ბაზების შეუფერხებელ და გამართულ ფუნქციონირებას.
4. თავდაცვის კოდექსითა და ამ წესით გათვალისწინებულ ელექტრონულ სისტემებს/ბაზებს, ადმინისტრირებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ახორციელებს სააგენტო.
5. თავდაცვის კოდექსითა და ამ წესით განსაზღვრული მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად, სათანადო ელექტრონული სისტემების/ ბაზების ფუნქციონირების, წარმოებისა და მათზე ხელმისაწვდომობის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, სააგენტოსა და შესაბამის სუბიექტს შორის შესაძლებელია, გაფორმდეს ურთიერთშეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების ფორმებს, ვადებსა და სხვა პირობებს.
6. ელექტრონულ სისტემას/ბაზას შეიძლება, გააჩნდეს საიდუმლო ნაწილი.
7. თავდაცვის კოდექსის თანახმად, ამ წესის მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, სამხედრო აღრიცხვასა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად და სტატისტიკის საწარმოებლად, კანონიერი მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი მოცულობით.
8. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს/სააგენტოს მიერ ელექტრონული სისტემის/ბაზების გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრ