1. სააგენტოს ხელმძღვანელი, დოკუმენტბრუნვის მოწესრიგების მიზნით, ამტკიცებს საქმეთა ნომენკლატურას, აგრეთვე შესული და გასული დოკუმენტების აღრიცხვის ჟურნალებს.

2. სააგენტო უფლებამოსილია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აწარმოოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვა, ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს მის მიერ შექმნილი ან მასთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ელექტრონულ ასლებსა და მათ ამონაბეჭდებს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც დედან დოკუმენტებს. სისტემა უზრუნველყოფს ელექტრონული დოკუმენტების დადასტურებას ავტომატურ რეჟიმში.

4. სააგენტოს მიერ გამოცემულ (გაცემულ) დოკუმენტში მონაცემები შეიძლება, შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული სახით.

5. სააგენტოში არსებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის საქმისწარმოებისა და მისი დაცვის რეჟიმის უზრუნველყოფისას, სააგენტო მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისა