1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სასჯელაღსრულების დეპარტამენტში (შემდგომში - დეპარტამენტი) წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს დეპარტამენტის გარე დაცვის სამმართველოში (შემდგომში - სამმართველო) წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესსა და პირობებს, წვევამდელის წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეებსა და წესს.

2. წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურის გავლა რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონებით, პატიმრობის კოდექსით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით, ამ წესით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებებით, სხვა შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით