1. სამხედრო ვალდებულების მოსახდელად სამმართველოში შეიძლება ჩაირიცხოს ნასამართლობის არმქონე წვევამდელი, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა (აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ სამმართველოში კონტრაქტით ჩარიცხულ სამხედრო მოსამსახურეზე) და პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებით და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებს შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი.
2. საქართველოს სამხედრო ძალებში წვევამდელთა გაწვევის პერიოდში დეპარტამენტის წარმომადგენელთა მიერ ტარდება გასაუბრება სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსახდელად ჩასარიცხ კანდიდატებთან. გასაუბრებისას მოწმდება კანდიდატის ზოგადი განათლება და ინტელექტუალური მონაცემები.
3. გასაუბრების შედეგად შერჩეული კანდიდატი ავსებს საკადრო აღრიცხვის ანკეტას.
4. კანდიდატი საკადრო აღრიცხვის ანკეტის შევსებიდან გონივრულ ვადაში, დეპარტამენტს, როგორც წესი, წარუდგენს პირადობის მოწმობის, დიპლომის ან ატესტატის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ქორწინების (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თავისი და შემდეგი ნათესავების: მეუღლის, შვილის, მამის, დედის, დის, ძმის და აღმზრდელის დაბადების მოწმობის ასლებს, ნათესავების გარდაცვალების შემთხვევაში – ცნობის დამოწმებულ ასლებს; ცნობას თავისი და ნათესავების სამუშაო ადგილიდან, თავის ფოტოსურათს (3X4) სამ ეგზემპლარს, ცნობას სასწავლებლიდან, აგრეთვე, სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტს.
5. წვევამდელს, რომელიც სამხედრო ვალდებულების მოსახდელად უნდა ჩაირიცხოს სამმართველოში, საბუთების სრულყოფილად წარმოდგენის შემდეგ, ეძლევა მიმართვა მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის გასავლელად.
6. წვევამდელზე გაცემული მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის დასკვნა დეპარტამენტს ეგზავნება კონფიდენციალურად.
7. დეპარტამენტი ახდენს კანდიდატების შემოწმებას ნასამართლობაზე, დაუშვებელია სამმართველოში ჩაირიცხოს წვევამდელი, რომელიც არის ნასამართლევი ან მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა.
8. შერჩეული კანდიდატების სამხედრო ვალდებულების მოსახდელად სამმართველოში ჩარიცხვა და წოდების მინიჭება ფორმდება დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანები