1. უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში მყოფ  პირს ეძლევა მოკლევადიანი შვებულება 10 დღემდე ვადით, შემდეგ განსაკუთრებულ შემთხვევებში:

ა) შემდეგი ნათესავების: დედის, მამის, მეუღლის, შვილის, ძმის, დის, ბებიისა და პაპის გარდაცვალების ან მათი მძიმე ავადმყოფობის გამო;

ბ) სტიქიური ან სხვა სახის დაუძლეველი გარემოების შემთხვევაში, რომლის დროსაც დაზარალდა საკონტრაქტო მოსამსახურის ოჯახი.

2. შვებულების გაფორმებას დადგენილი წესით უზრუნველყოფს დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო.

3. სამსახურებრივი რეჟიმის გაძლიერებისა და განგაშის (გარდა სასწავლოსი) შემთხვევაში, შვებულებასა და მივლინებაში მყოფი საკონტრაქტო მოსამსახურე ვალდებულია სასწრაფოდ გამოცხადდეს თავის სამუშაო ადგილზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მოსამსახურემ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს თავის უშუალო უფროსს.

4. საკონტრაქტო სამსახურის გავლისას, მოსამსახურე შეიძლება გაიგზავნოს სამსახურებრივ მივლინებაში შემდეგ შემთხვევებში:

ა) სპეციალურ სწავლებებსა და შეკრებებზე;

ბ) სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად ისეთ ადგილზე, რომელიც არ წარმოადგენს მისი მუდმივი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ადგილს;

გ) სამეცნიერო და თეორიულ-პრაქტიკულ სემინარებში მონაწილეობის მისაღებად;

დ) სპორტულ და კულტურულ-პრაქტიკულ სემინარებში მონაწილეობის მისაღებად.

5. მივლინებაში გაგზავნა ფორმდება სამმართველოს უფროსის პატაკის საფუძველზე დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით. მისავლინებელ პირს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მივლინება პირდაპირ არ უკავშირდება სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებას) მიეცემა სამივლინებო ბარათი და სამივლინებო თანხა, საჭიროების შემთხვევაში მშრალი ულუფა ან სასურსათო და ფულადი კომპენსაცია