1. სამმართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსახდელად ჩარიცხვამდე, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე გადის სპეციალურ თეორიულ-პრაქტიკულ სწავლებას ორი კვირიდან ერთ თვემდე ვადით.

2. სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების არადამაკმაყოფილებელი შედეგით გავლის შემთხვევაში, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეს კონტრაქტი არ გაუფორმდება და იგი უბრუნდება შესაბამის გამწვევ პუნქტს, ხოლო წარმატებით გავლის შემთხვევაში, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის ვადა აეთვლება სწავლების დაწყების დღიდა