გამწვევი კომისია უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში  წვევამდელის მიმართ მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების შესახებ;

ბ) წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ;

გ) სამედიცინო შემოწმების გასავლელად წვევამდელის მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში წარგზავნის შესახებ;

დ) წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ.

საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025