1. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან.

2. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების საფუძველია:

ა) მინისტრის გადაწყვეტილება სამხედრო მოსამსახურის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში;

ბ) სამხედრო მოსამსახურის დროებითი შრომისუუნარობა;

გ) სამხედრო მოსამსახურის შვებულება;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამხედრო მოსამსახურის მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა;

ე) (ამოღებულია - 24.06.2025, №713);

ვ) (ამოღებულია - 24.06.2025, №713).

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების ვადა აითვლება ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მე-2 დღიდან და ჩაითვლება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის ვადაში.

4. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სამხედრო მოსამსახურეს არ უნარჩუნდება წოდებრივი სარგო, სანივთე ქონების მიღების უფლება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გასაცემლები.

საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025