სამხედრო სამსახურში არ მიიღება:
ა) პირი, რომელიც მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის არის ნასამართლევი;
ბ) პირი, რომელმაც ვერ გაიარა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურში მიღების პროცედურები;
გ) პირი, რომლის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, − შესაბამისი ორგანოს მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე;
დ) პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდაჭერის მიმღებად არის ცნობილი;
ე) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ვ) პირი, რომელიც დაავადებულია ნარკომანიით, ალკოჰოლიზმით, ტოქსიკომანიით ან ვერ აკმაყოფილებს ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის დადგენილ მოთხოვნებს;
ზ) პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებ