1. სამხედრო სამსახურის ვადა, რომელიც დაკავშირებულია საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლასთან, განისაზღვრება სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტით.
2. სამხედრო მოსამსახურის ზღვრული ასაკია:
ა) რიგითების შემადგენლობისთვის − 45 წელი;
ბ) კაპრალების შემადგენლობისთვის, სერჟანტების შემადგენლობისთვის (გარდა მთავარი სერჟანტისა) − 50 წელი;
გ) მთავარი სერჟანტისთვის − 55 წელი;
დ) უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისთვის − 45 წელი;
ე) უფროსი ოფიცრების შემადგენლობისთვის (გარდა პოლკოვნიკისა) − 50 წელი;
ვ) პოლკოვნიკისთვის − 55 წელი;
ზ) უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისთვის − 60 წელი.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურის ზღვრული ასაკი შეიძლება გაგრძელდეს 5 წლამდე ვადით.
4. სამხედრო მოსამსახურის ზღვრულ ასაკს თავდაცვის ძალების მეთაურის წარდგინებით აგრძელებს მინისტრი. თავდაცვის ძალების მეთაურის ზღვრული ასაკი გრძელდება მინისტრის გადაწყვეტილები