1. სახელმწიფო კომისიაში, სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარესთან ერთად, წარმოდგენილი უნდა იქნენ: სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული  განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, აგრეთვე სააგენტოს წარმომადგენლები.

2. სახელმწიფო კომისიის სახელობით შემადგენლობას, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უწყებების მიერ მიწოდებული კანდიდატების საფუძველზე, ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე არის მინისტრის მოადგილე, რომელიც ხელმძღვანელობს კომისიას. სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მისი მოვალეობის შესრულება, კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, დაეკისრება კომისიის ერთ-ერთი წევრს. ამ შემთხვევაში კომისიის სხდომაზე საკითხს კენჭისყრაზე აყენებს კომისიის ერთ-ერთი წევრი – სამინისტროს/სააგენტოს წარმომადგენელ