საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს:
ა) მინისტრის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე იკრძალება პირის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან გათავისუფლება;
ბ) წყდება ყველა სახის შვებულება (გარდა შვებულებისა ავადმყოფობის, ოჯახის წევრების/ახლო ნათესავების გარდაცვალების გამო). შვებულებაში მყოფი პირები ვალდებულნი არიან, სასწრაფოდ დაუბრუნდნენ სამსახურის გავლის ადგილებს;
გ) მობილიზაციის გამოცხადებისას, შეტყობინებით დაბარებული არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში რიცხული პირები ვალდებულნი არიან, დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შეტყობინებაში მითითებულ მობილიზაციის ადგილებში;
დ) არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირები, რომლებიც შვებულებიდან საპატიო მიზეზის გარეშე დროულად არ დაუბრუნდებიან სამსახურის გავლის ადგილებს, აგრეთვე რეზერვში ჩარიცხული პირები, რომლებიც თავს აარიდებენ მობილიზაციის დროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამის გამწვევ კომისიაში გამოცხადებას, პასუხს აგებენ კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) საჭიროების შემთხვევაში, არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფ პირებს შეიძლება, მიეცეთ მოკლევადიანი შვებულება 10 კალენდარული დღის ვადით. პირის მიერ ამ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოყენებული შვებულების დღეები არ აკლდება ამ წესით გათვალისწინებული სხვა შვებულების ვადა