მოვალეობები
1. სუბიექტს, რომელმაც პირის მიერ შესასრულებელი სამუშაოს სახეობისა და სამუშაო ადგილის შესახებ მოთხოვნა გაუგზავნა სახელმწიფო კომისიას, არ აქვს უფლება, უარი უთხრას მიღებაზე პირს, რომელიც გამოცხადდა სახელმწიფო კომისიის მიერ გაცემული გაწვევის შესახებ დოკუმენტით.
2. სუბიექტი ვალდებულია:
ა) შეასრულოს „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესითა და სააგენტოსთან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირის დასაქმების მიზნით ხელმოწერილი ხელშეკრულებით (შემდგომში − დასაქმების ხელშეკრულება) ნაკისრი ვალდებულებები და პირობები;
ბ) წერილობით აცნობოს სააგენტოს პირის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გასავლელად გამოცხადების შესახებ;
გ) სააგენტოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ტაბელის ფორმის შესაბამისად, აწარმოოს პირის სამუშაო საათების აღრიცხვა ელექტრონული ან მატერიალური სახით და უზრუნველყოს ამ მონაცემების ელექტრონულად ან, გამონაკლის შემთხვევებში, მატერიალური სახით მიწოდება სააგენტოსათვის არაუგვიანეს ყოველი თვის 5 რიცხვისა, რის საფუძველზეც, სააგენტო ტაბელში მითითებული ნამუშევარი დღეების პროპორციულად უზრუნველყოფს პირისათვის ხელფასის სახით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვას არაუგვიანეს იმავე თვის 15 რიცხვისა. ტაბელში არსებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია სუბიექტი;
დ) აწარმოოს სააგენტოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის აღრიცხვის ფორმა და სამსახურის დასრულების შემდგომ ცნობა-დახასიათებასთან ერთად გაუგზავნოს სააგენტოს;
ე) სააგენტოს, მოთხოვნის შემთხვევაში, გონივრულ ვადაში მიაწოდოს სრული ინფორმაცია პირის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მიმდინარეობის შესახებ;
ვ) სახელმწიფო კომისიასთან შეთანხმების გარეშე არ შეცვალოს პირის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილი;
ზ) უზრუნველყოს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირის მიერ კანონმდებლობითა და დასაქმების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო დროის დაცვა;
თ) სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ასახოს ნებისმიერი დისციპლინური ხასიათის ღონისძიება არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის აღრიცხვის ფორმაში;
ი) ხელი შეუწყოს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირის მიერ სამსახურის კეთილსინდისიერად გავლას;
კ) უზრუნველყოს დასაქმების ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება;
ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან ერთად, დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს სააგენტოს, თუ პირის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დარღვევა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს;
მ) აწარმოოს პირის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის მონიტორინგი და, დარღვევის არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს, ურთიერთშეთანხმებული წესითა და ფორმატით;
ნ) იმ შემთხვევაში, თუ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა შეუძლებელი გახდა სუბიექტის ბრალეულობით, სუბიექტი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე სააგენტოს, შესაბამისი მიზეზის განმარტებით.
3. სუბიექტი უფლებამოსილია, არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირი უზრუნველყოს შესაბამისი ტანსაცმლითა და კვები