1. „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესი“ (შემდგომში − წესი) ადგენს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის მუშაობის წესსა და უფლებამოსილებას, იმ სუბიექტებსა და სამუშაო ადგილების ნუსხას, სადაც პირმა უნდა გაიაროს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, აგრეთვე არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების საკითხები განისაზღვრება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, მათ შორის, ამ წესის შესაბამისად.
3. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლას დაქვემდებარებულ პირთა წრე, ასევე არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის მოთხოვნით მიმართვის, პირთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში ჩარიცხვის ან ჩარიცხვაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების, გაფორმებისა და გასაჩივრების და ადმინისტრირების პროცედურები, რომელიც არ არის მოწესრიგებული ამ წესით, განისაზღვრება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები