1. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დებულებით.

2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დანაყოფებში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლასა და სპეციალურ მომზადებასთან დაკავშირებული დამატებითი წესები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით.

საქართველოს 2013 წლის 2
7
სექტემბრის

კანონი №1384
– ვებგვერდი, 09.10.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 27
ივნისის
კანონი №2626
–
ვებგვერდი, 06.07.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 22  დეკემბრის კანონი №4072 – ვებგვერდი, 28.12.2018