მუხლი 1🔗

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო-პროფესიული, კადრის და სამოქალაქო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულება (შემდგომში ‑ დებულება) განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის  სპეციალურ სამსახურში (შემდგომში ‑ სამსახური) მიღების, აღდგენის, თანამდებობრივი გადაადგილებისა და სამსახურიდან დათხოვნის პირობებს, აწესრიგებს სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებ