2. სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გამოცემული ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, თანამშრომელი ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას. სასამართლოს გადაწყვეტილება არ იწვევს სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად სამსახური ვალდებულია ახალი ბრძანება გამოსცეს სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებულ გარემოებათა დამატებით გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ.
3. სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული გარემოებების დამატებით გამოკვლევა და შეფასება უნდა განხორციელდეს გათავისუფლებული პირის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განცხადების (საჩივრის) წარმოდგენის შემთხვევაშიც.
4. სამსახურში აღდგენილი თანამშრომელი ინიშნება დათხოვნამდე დაკავებულ ან სხვა შესაბამის თანამდებობაზე შრომის ანაზღაურების ოდენობის, სამუშაოს სპეციფიკისა და შესრულების ადგილის გათვალისწინებით. განსხვავებული პირობების დადგენა დასაშვებია მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.
5. სამსახურში აღდგენილ მოსამსახურეს იძულებით გაცდენილი დრო ეთვლება შრომით სტაჟში, აგრეთვე ნამსახურობაში მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებისას და ეძლევა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. დათხოვნილი მოსამსახურის სამსახურში ხელახლა მიღება ხორციელდება საერთო წესის შესაბამისა