ა) დაბრუნებულ იქნეს სახდელის დაკისრებამდე დაკავებულ თანამდებობაზე, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში;
ბ) დაინიშნოს სახდელის დაკისრებამდე დაკავებული თანამდებობის თანაბარი რანგის ან სახდელის დაკისრების შემდეგ დაკავებულთან შედარებით მაღალი რანგის თანამდებობაზე, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში;
გ) დატოვებულ იქნეს დისციპლინური სახდელის დაკისრების შემდეგ დაკავებულ თანამდებობაზე.
2. შესაბამისი საექიმო კომისიის დასკვნის საფუძველზე, თანამშრომელი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაყვანილი უნდა იქნეს შესაბამის თანამდებობაზე. უარის ან შესაბამისი ვაკანსიის არარსებობის შემთხვევაში, იგი გათავისუფლდება სამსახურიდან ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, შესაძლოა აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში.
3. თანამშრომლის თანამდებობაზე აღდგენისას, თუ არ არსებობს იმავე რანგის სხვა ვაკანტური თანამდებობა, ან სხვა ვაკანტური თანამდებობა საჭიროებს განსხვავებულ პროფესიულ კვალიფიკაციას, მოსამსახურეს, რომელსაც დაკავებული აქვს აღსადგენი თანამშრომლის თანამდებობა ან თანამდებობა, რომელიც უქმდება, მისივე თანხმობით გადაიყვანენ დაბალი რანგის თანამდებობაზე. შესაბამისი ვაკანსიის არარსებობის ან მოსამსახურის მიერ უარის თქმის შემთხვევაში, მას დაითხოვენ სამსახურიდან ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, აიყვანენ კადრების განკარგულებაში.
4. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თანამდებობიდან თანამშრომელი შეიძლება გადაყვანილ იქნეს დაბალ თანამდებობაზე, შესაბამისად საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელებთან შეთანხმებით. ასეთ შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით მას შეიძლება მიეცეს ყოველთვიური ფულადი დანამატი შრომის ანაზღაურების ოდენობის შესანარჩუნებლად.
5. ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით, თანამშრომელი დაბალ თანამდებობაზე გადაიყვანება სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.
სამსახურის გავლის პირობე