ა) თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულება;

ბ) ხელმძღვანელი პირის ბრძანების, განკარგულების, დავალების ან დასახული ამოცანის შესრულება;

გ) სასწავლო, საწვრთნელ-სავარჯიშო და სხვა სამსახურებრივ შეკრებებში მონაწილეობა;

დ) სამუშაო ადგილზე, სამსახურებრივი საჭიროებით განპირობებულ ან მასთან დაკავშირებულ ადგილზე ყოფნა;

ე) სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნა, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული დაზიანების ან ავადმყოფობის გამო სამკურნალოდ ყოფნა;

ვ) სამსახურის ადგილამდე მგზავრობა ან დაბრუნება;

ზ) ტყვეობაში, მძევლად (ნებაყოფლობით დანებების ან მოწინააღმდეგის მხარეს გადასვლის გარდა) ან ინტერნირებულად ყოფნა;

თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, პატივისა და ღირსების დაცვა;

ი) სამართალდამცავი ორგანოებისათვის დახმარების გაწევა;

კ) სხვაგვარი ქმედება, რომელიც სასამართლომ ცნო საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვისათვის ჩადენილად;

ლ) უკანონოდ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების მოხდის პერიოდ