1. სამსახური, შესაძლებლობის ფარგლებში, თანამშრომლებს უქმნის შესაბამის პირობებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად და დაკისრებული მოვალეობების მაღალპროფესიულ დონეზე შესასრულებლად, ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად. ამ მიზნით თანამშრომლები იგზავნებიან სამსახურის მიერ ორგანიზებულ პროფესიული მომზადების და გადამზადების კურსებზე, დროებით თავისუფლდებიან სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან აკადემიურ სასწავლო პროცესთან და მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

2. კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამშრომელი ექვემდებარება ატესტაციას, რომლის შედეგებიც გამოიყენება კადრების სწორი შერჩევისა და განაწილების მიზნით.