2. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს:

ა) ჩერდება განსაკუთრებულ განკარგულებამდე ყველა მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის პროცესი;

ბ) წყდება ყველა სახის შვებულება, გარდა ავადმყოფობის გამო და ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულებებისა. შვებულებაში მყოფი მოსამსახურეები ვალდებული არიან დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ სამსახურის გავლის ადგილებს;

გ) წყდება სამსახურებრივი მივლინებები, გარდა დასაცავი პირის ვიზიტთან დაკავშირებული მივლინებისა.

3. მობილიზაციის გამოცხადებისას მოსამსახურე მოქმედებს სამსახურის უწყებრივი და შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

4. მობილიზაციის დროს სამსახურში არასაპატიო მიზეზით დროულად გამოუცხადებლობის/არგამოცხადების შემთხვევაში, განიხილება მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი.

5. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საზღვარგარეთ მყოფი თანამშრომელი, გარდა დასაცავ პირთან მყოფისა, ვალდებულია გამოცხადდეს საქართველოს უახლოეს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში.

6. მოსამსახურე, რომელიც მობილიზაციისას ობიექტური მიზეზების გამო ვერ ცხადდება სამსახურის გავლის ადგილზე, ვალდებულია გამოცხადდეს სამსახურის უახლოეს რეგიონალურ ქვედანაყოფში, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – პოლიციის უახლოეს ორგანოში ან ადგილობრივ სამობილიზაციო სამსახურში და აღნიშნულის შესახებ აცნობოს თავის უშუალო ხელმძღვანელს ან ზემდგომ თანამდებობის პირს.

თავი IV

თანამშრომელთა სოციალური დაც