ა) თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა;
ბ) თანამშრომლისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
გ) თანამშრომლის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობა კანონით დადგენილი წესით;
დ) თანამშრომლის გარდაცვალება.
2. თანამშრომელს სამსახურიდან დაითხოვენ:
ა) ზღვრული ასაკის მიღწევისას ან წელთა ნამსახურობის გამო;
ბ) ჯანმრთელობის გაუარესების, დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადების დროს, რომლის გამოც მას აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება, აგრეთვე ისეთი ტრავმის მიღების ან დაავადების შემთხვევაში, რომელიც მას სამსახურისთვის შეუფერებელს ხდის;
გ) კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლისას;
დ) კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის;
ე) სამსახურებრივი შეუსაბამობის გამო;
ვ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევისათვის;
ზ) შტატების შემცირებისას;
თ) საკანონმდებლო, აღმასრულებელ ან სასამართლო ორგანოებში არჩევისას ან დანიშვნისას;
ი) ფიცის გატეხის ან თანამშრომლისათვის შეუფერებელი საქციელის გამო;
კ) დანაშაულის ჩადენისათვის, კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე;
ლ) მხარეთა შეთანხმებით, პირადი პატაკის საფუძველზე;
მ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლისას;
ნ) გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძველზე;
ო) სპეციალური შემოწმების შედეგებით უარყოფითი დასკვნის საფუძველზე.
3. თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი. სამსახურის შეწყვეტის შემთხვევაში, პირი ამოირიცხება სამსახურის პირადი შემადგენლობიდან.
4. თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ეცნობება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურ