2. თანამშრომლები დასვენების უფლებით სარგებლობენ სამსახურის შინაგანაწესით, ამ დებულებითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ დროებით, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე.
3. სამსახური უზრუნველყოფს თავისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებას და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობას, თანამშრომელთა პროფესიულ მომზადება-გადამზადებას და სათანადო ინფორმაციის მიწოდებას შრომის უსაფრთხო და ხელსაყრელი პირობების შესაქმნელა