2. სამსახურის უფროსი შვებულებაში გასვლის თაობაზე მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
3. თანამშრომელს ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულება ეძლევა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ავადმყოფობის გამო შვებულება თანამშრომელს ეძლევა სხეულის დაზიანების სიმძიმის ან დაავადების ხასიათის გათვალისწინებით, დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე. ავადმყოფობის გამო შვებულება ფორმდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.
5. თანამშრომელს ავადმყოფობის გამო შვებულება ეძლევა ხელფასის შენარჩუნებით და მისი საერთო ხანგრძლივობა ერთი წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს. ცალკეულ შემთხვევაში, სამსახურის უფროსს უფლება აქვს აღნიშნული ვადა გააგრძელოს კიდევ 2 თვით. თუ ამ ვადების გასვლის შემდეგ თანამშრომელი ვერ აგრძელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, მას დაითხოვენ სამსახურიდან ჯანმრთელობის გაუარესების გამო.
6. შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, შრომის ანაზღაურების შენარჩუნებით, თანამშრომელს შეიძლება მიეცეს:
ა) დამატებითი შვებულება წახალისების სახით, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) მოკლევადიანი შვებულება აკადემიურ სასწავლო პროცესთან და მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით;
გ) ოჯახური პირობების გამო ათ დღემდე ვადით.
7. ამ მუხლის მე-3-მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შვებულებები მორიგი ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ანგარიშში არ ჩაითვლება.
8. შვებულებაში მყოფ თანამშრომელს (გარდა ამ მუხლის მე-3-მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შვებულებაში მყოფი პირისა) გამოიძახებენ:
ა) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე განსაკუთრებულ ვითარებაში ან ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მზადყოფნის მდგომარეობის გამოცხადებისას;
ბ) მასთან დაკავშირებული სამსახურებრივი შემოწმების მიმდინარეობისას;
გ) რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების დროს.
9. სამსახურის ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმზე გადასვლის შემდეგ ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად გამოძახებულ თანამშრომელს საერთო წესით უგრძელდება დარჩენილი შვებულება, გარდა შესაბამისი საფუძვლით კადრების განკარგულებაში აყვანის ან სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევისა.
10. შვებულების გაფორმების ორგანიზაციული საკითხები რეგულირდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისა