ა) პროფესიული მომზადებისა და გადამზადების კურსების გავლა, აგრეთვე ნორმატივების და ტესტირებების ჩაბარება, სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული შესაბამისი პროგრამებით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ბ) სამსახურის გაგრძელების შესახებ წერილობითი ვალდებულების აღება, საკუთარი სურვილით, დიდი ოდენობის ხარჯებთან დაკავშირებული, სამსახურის მიერ დაფინანსებული სპეციალური მომზადების გავლის შემთხვევაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სპეციალურ მომზადებაზე წარდგენამდე, თანამშრომელი დებს სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის ხელწერილს, რომლითაც ადასტურებს თანხმობას სპეციალური მომზადების გავლაზე და იღებს ვალდებულებას მხარეთა შორის წინასწარ შეთანხმებული კონკრეტული ვადით სამსახურის გაგრძელების შესახებ, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლამდე საკუთარი ინიციატივით ან ბრალეული ქმედების გამო სამსახურიდან გათავისუფლებისას მასზე ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში, რომელიც განისაზღვრება სპეციალურ მომზადებაზე გაწეული ხარჯებით, შესაბამისი თანხა გადაიხადოს 6 თვეში.
3. გამოსაცდელი ნორმატივებისა და ტესტირების შედეგების გათვალისწინებით, განიხილება თანამშრომლის დამატებითი სწავლების, დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის, მისი თანამდებობრივი გადაადგილების ან სამსახურიდან დათხოვნის საკითხი.
4. თანამშრომელი სამსახურში უნდა გამოცხადდეს/იმყოფებოდეს მოწესრიგებული, ფხიზელ მდგომარეობაში. საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად, ატარებს სპეციალური ფორმის ტანსაცმელ