2. თანამშრომელს შეუძლია უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გათვალისწინებულ მოვალეობათა დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება წინააღმდეგ ნაჩვენებია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის ან მისი კვალიფიკაცია და პროფესიული მომზადება არ შეესაბამება თანამდებობის დასაკავებლად გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს თანამშრომლის დაქვეითების საფუძველი და მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანა ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების გამო, ახალ თანამდებობაზე შრომის დაბალი ანაზღაურების არსებობის შემთხვევაში, თანამშრომელს მიეცემა დანამატი შრომის ანაზღაურების ოდენობის შესანარჩუნებლად.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების გარდა, სხვა საფუძვლით თანამდებობრივი გადაადგილების შემთხვევაში, თანამშრომელი შრომის ანაზღაურებას იღებს დაკავებული თანამდებობის მიხედვით.

5. თუ თანამშრომელს სამსახურის უფროსის ბრძანებით დაეკისრება მოვალეობის შესრულება სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე, მას მიეცემა უფრო მაღალი თანამდებობრივი სარგ