ა) ზემდგომ თანამდებობაზე ‑ თანამდებობრივი დაწინაურებისას;
ბ) თანაბარი რანგის თანამდებობაზე ‑ ვაკანტურ თანამდებობათა დაკომპლექტების, მოსამსახურის პროფესიული შესაძლებლობის მიზანმიმართული გამოყენების, დროებით არმყოფი მოსამსახურის ჩანაცვლების ან სხვა ადგილმდებარეობის სამუშაოზე გადაყვანის საჭიროების შემთხვევაში;
გ) დაბალი რანგის თანამდებობაზე.
2. დაბალი რანგის თანამდებობაზე თანამშრომელი გადაიყვანება:
ა) დისციპლინური სახდელის ‑ „თანამდებობიდან ჩამოქვეითების” გამოყენებისას;
ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით;
გ) სამსახურიდან დათხოვნილი ან დაქვეითებული თანამშრომლის იმავე თანამდებობაზე აღდგენის შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება აღსადგენი მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშნული თანამშრომლის სხვა შესაბამის თანამდებობაზე გადაყვანა;
დ) შტატების შემცირებასთან ან რეორგანიზაციასთან დაკავშირებით;
ე) ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით;
ვ) მხარეთა შეთანხმებით, პირადი პატაკის საფუძველზე.
3. თანამდებობრივი გადაადგილებისას მხედველობაში მიიღება თანამდებობის შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და თანამშრომლის პროფესიული შესაძლებლობებ