2. ატესტაციის შედეგების საფუძველზე, აგრეთვე კვალიფიკაციისა და პროფესიული დამსახურების გათვალისწინებით, თანამშრომლის თანამდებობრივი დაწინაურების საკითხს წყვეტს სამსახურის უფროსი.

3. თანამდებობრივ დაწინაურებას წარმოადგენს აგრეთვე საკონტრაქტო-პროფესიული სამსახურის შესაბამისი საშტატო თანამდებობიდან კადრის სამსახურის შესაბამის საშტატო თანამდებობაზე გადაყვანა. საკონტრაქტო-პროფესიული მოსამსახურე კადრის მოსამსახურე ხდება (კადრის სამსახურში ჩარიცხულად ითვლება) მისთვის პირველადი საშუალო სპეციალური წოდების ‑ „სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტის”  მინიჭების დღიდა