2. საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში პირი მიიღება შესაბამისი კონტრაქტის საფუძველზე განსაზღვრული ვადით, ხოლო კადრის სამსახურში ‑ განუსაზღვრელი ვადით.

3. სამოქალაქო პირის სამსახურში მიღება შეიძლება განხორციელდეს:

ა) ვაკანტურ საშტატო ერთეულზე დანიშვნით, როგორც განსაზღვრული, ასევე განუსაზღვრელი ვადით;

ბ) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად და ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით.

4. სამსახურში პირი მიიღება სპეციალური შერჩევისა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სამსახურის უფროსის შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.

5. საკონტრაქტო-პროფესიულ და კადრის სამსახურში მიღებისას პირი ირიცხება შესაბამისი კატეგორიის მოსამსახურეთა შემადგენლობაში, ენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება და ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება გამოსაცდელი ვადით ან გამოსაცდელი ვადის გარეშ