2. უმცროსი სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს ოფიცრის სახელმწიფო სპეციალური წოდების ან ოფიცრის სამხედრო წოდების არმქონე საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკის ჩათვლით, რომელსაც მოხდილი აქვს სამხედრო ვალდებულება (გარდა ქალისა), ხოლო საშუალო ან ზემდგომი სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე კადრის სამსახურში – არა უმეტეს 30 წლის ასაკის საქართველოს მოქალაქე.

3. ასაკთან დაკავშირებული შეზღუდვები არ ვრცელდება:

ა) პირზე, რომელიც ინიშნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ან მასთან შეთანხმებით;

ბ) გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში;

გ) სამსახურში იმ სახელმწიფო უწყებიდან გადმოსვლით მიღებისას, რომელშიც დაწესებულია სამხედრო წოდებები ან „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო სპეციალური წოდებები.

4. საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით პირი შეიძლება სამსახურში მიღებულ იქნეს და პირად შემადგენლობაში ჩაირიცხოს ასაკის მიუხედავად. ასაკთან დაკავშირებული შეზღუდვები არ ვრცელდება აგრეთვე პირის სამოქალაქო სამსახურში მიღებისას.

5. საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩარიცხული პირები საკონტრაქტო-პროფესიულ და კადრის სამსახურში მიიღებიან საერთო წესით. პირები, რომლებსაც არ გაუვლიათ სავალდებულო სამხედრო სამსახური და კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლებით, შეიძლება მიღებულ იქნენ სამოქალაქო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების ან გადავადების უფლებით სარგებლობის პერიოდში, შესაბამისად განსაზღვრული ვადი