2. გამოსაცდელი ვადა არ გამოიყენება:
ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან მისი თანხმობით დანიშნული პირის მიმართ;
ბ) დათხოვნილი თანამშრომლის სამსახურში აღდგენისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი გაათავისუფლეს გამოსაცდელი ვადის პერიოდში, რაც შეიძლება გაგრძელდეს სამსახურში აღდგენის შემთხვევაში;
გ) თანამდებობრივი დაწინაურების შემთხვევაში;
დ) დროებით არმყოფი თანამშრომლის შემცვლელად ან მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას.
3. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ან მისი გასვლისას, სამუშაო შედეგების გათვალისწინებით, მიიღება გადაწყვეტილება თანამშრომლის მიერ სამსახურის გაგრძელების ან მისი გათავისუფლების თაობაზე.
4. გამოსაცდელი ვადა წყდება მოსამსახურის საკონტრაქტო-პროფესიული სამსახურიდან კადრის სამსახურში გადაყვანის (ჩარიცხვის) შემთხვევაშ