2. პირს, რომელიც უმცროსი ოფიცრის ან ზემდგომი სამხედრო წოდების მქონეა, ან რომელსაც მინიჭებული აქვს „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საშუალო ან ზემდგომი სახელმწიფო სპეციალური წოდება, სამსახურში ჩარიცხვისას მიენიჭება „სახელმწიფო დაცვის” შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდება, ჩაირიცხება კადრის სამსახურში და დაინიშნება შესაბამისი წოდებრივი ზღვრის მქონე საშტატო თანამდებობაზე.

3. თუ პირი ერთდროულად განსხვავებული რანგის სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონეა, სამსახურში მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს უფრო მაღალი რანგის წოდება.

4. პირი, მისივე თანხმობით საკონტრაქტო-პროფესიულ და კადრის სამსახურში შეიძლება დანიშნულ იქნეს მისთვის მინიჭებულ სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალურ წოდებაზე უფრო დაბალი წოდებრივი ზღვრის მქონე საშტატო თანამდებობაზე. დაუშვებელია საშუალო ან ზემდგომი სპეციალური წოდების, აგრეთვე ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირის დანიშვნა უმცროსი სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე.

5. სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების არმქონე პირები ჩარიცხვით მიღებისას ირიცხებიან საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში და ენიჭებათ ,,სახელმწიფო დაცვის“ რიგითის სახელმწიფო სპეციალური წოდება. ცალკეულ შემთხვევებში, პირველადი საშუალო სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ან/და სპეციალური სასწავლო კურსის გაუვლელად მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი.

6. სამსახურში მიღებისა და თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს სამსახურის შესრულების ადგილი და სპეციალიზაცია.

7. სამსახურში მიღების შემდეგ პირი დებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიც