1. სერჟანტების/კაპრალების/რიგითების საბჭო შედგება თავმჯდომარისა და 6 წევრისაგან.
2. სერჟანტების/კაპრალების/რიგითების შერჩევის საბჭოს თავმჯდომარედ, 6 თვის ვადით, განისაზღვრება მთავარი სერჟანტის სამხედრო წოდების მქონე პირი, რომელსაც უკავია არანაკლებ მთავარი სერჟანტის საშტატო კატეგორიის თანამდებობა.
3. სერჟანტების/კაპრალების/რიგითების შერჩევის საბჭოს წევრებად განისაზღვრებიან მთავარი სერჟანტის ან/და მასტერ-სერჟანტის სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეები, რომლებსაც უკავიათ მთავარი სერჟანტის საშტატო კატეგორიის თანამდებობა.
4. სერჟანტების/კაპრალების/რიგითების შერჩევის საბჭო განიხილავს:
ა) თანამდებობაზე შერჩევის საკითხებს სამინისტროს სისტემაში მთავარი სერჟანტის საშტატო კატეგორიის თანამდებობისათვის;
ბ) შერჩევის საკითხებს მასტერ-სერჟანტის საშტატო კატეგორიის თანამდებობებისათვის;
გ) მასტერ-სერჟანტის და მთავარი სერჟანტის მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების საკითხებს;
დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლად წარგზავნის (გარდა მასტერ-სერჟანტის სამხედრო განათლების პროგრამისა (IV დონე)) საკითხებს იმ სამხედრო მოსამსახურეთათვის, რომლებიც მიეკუთვნებიან სერჟანტების/კაპრალების/რიგითების შემადგენლობას;
ე) სერჟანტების/კაპრალების შემადგენლობის შეფასების გასაჩივრების საკითხებს;
ვ) საქართველოში არსებულ მასტერ-სერჟანტის სამხედრო განათლების პროგრამაზე (IV დონე) წარსაგზავნი კანდიდატების შერჩევის საკითხს.
5. სერჟანტების/კაპრალების/რიგითების შერჩევის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, საკითხს განიხილავს უფროსი ოფიცრების საბჭ