1. უფროსი ოფიცრების შერჩევის საბჭო შედგება თავმჯდომარისა და 6 წევრისაგან.
2. უფროსი ოფიცრების შერჩევის საბჭოს თავმჯდომარედ, 6 თვის ვადით, განისაზღვრება თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე – გენერალური შტაბის უფროსი/მოადგილე.
3. უფროსი ოფიცრების შერჩევის საბჭოს წევრებად განისაზღვრებიან უმაღლესი სამხედრო წოდების მქონე ან/და ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ თანამდებობებზე დანიშნული პოლკოვნიკის სამხედრო წოდების მქონე პირები.
4. უფროსი ოფიცრების შერჩევის საბჭო განიხილავს შერჩევის საკითხებს სამინისტროს სისტემაში:
ა) პოლკოვნიკის საშტატო კატეგორიით გათვალისწინებული თანამდებობებისათვის, გარდა:
ა.ა) შერჩევის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას დაქვემდებარებული თანამდებობებისა;
ა.ბ) თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დოქტრინების განვითარების ცენტრის საზღვარგარეთ უმაღლეს სამეთაურო პროგრამაზე ჩარიცხული უფროსი ოფიცრების ჯგუფის უფროსი ოფიცრის თანამდებობისა;
ბ) ცენტრის/ბაზის მეთაური/უფროსი (ვიცე-პოლკოვნიკის საშტატო კატეგორიის), გარდა:
ბ.ა) თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-4 ლოჯისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის გადაადგილების ეროვნული საკოორდინაციო ცენტრის უფროსისა;
ბ.ბ) თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის შტაბის G-3-ის სამსახურის მართვის ცენტრის უფროსისა;
ბ.გ) თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის შტაბის G-3-ის სამსახურის მართვის ცენტრის უფროსისა;
ბ.დ) თავდაცვის ძალების ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შტაბის G-3-ის სამსახურის მართვის ცენტრის უფროსისა;
ბ.ე) თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის შტაბის G-3-ის სამსახურის მართვის ცენტრის უფროსისა;
ბ.ვ) თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შტაბის G-3-ის სამსახურის მართვის ცენტრის უფროსისა;
ბ.ზ) თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სამხედრო გადაზიდვების და გადაადგილების საკოორდინაციო ცენტრის უფროსისა;
გ) სკოლის უფროსი/მეთაური (ვიცე-პოლკოვნიკის საშტატო კატეგორიის);
დ) ბატალიონის მეთაური;
ე) ესკადრილიის მეთაური/მოადგილე;
ვ) შტაბის უფროსი (ვიცე-პოლკოვნიკის საშტატო კატეგორიის);
ზ) თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის მეთაური;
თ) თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის მეთაურის მოადგილე;
ი) ბრიგადის მეთაურის მოადგილე;
კ) სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორის მოადგილე;
ლ) სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს რეგიონალური ცენტრების განყოფილების უფროსი (მაიორის საშტატო კატეგორია);
მ) ბატალიონის მეთაურის მოადგილე;
ნ) იმ სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივი დაწინაურების საკითხებს, რომლებიც წოდებრივად მიეკუთვნებიან უფროსი ოფიცრების შემადგენლობას ან/და უნდა დაწინაურდნენ უფროს ოფიცრებად, გარდა პოლკოვნიკის სამხედრო წოდების მინიჭების საკითხებისა;
ო) უფროსი ოფიცრების საზღვარგარეთ სასწავლო კურსებზე წარსაგზავნი კანდიდატების შერჩევის საკითხებს;
პ) იმ სასწავლო კურსებზე წარსაგზავნად შერჩევას, სადაც ერთ-ერთ კანდიდატად წარმოდგენილია სამხედრო მოსამსახურე უფროსი ოფიცრების შემადგენლობიდან;
ჟ) უფროსი ოფიცრების შემადგენლობის შეფასების გასაჩივრების საკითხებს.
5. უფროსი ოფიცრების შერჩევის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში საკითხს განიხილავს შერჩევის უმაღლესი საბჭ