1. შერჩევის საბჭოს სახეები, შემადგენლობა, სტრუქტურა და საქმიანობის წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში სამხედრო მოსამსახურეთა შერჩევის საბჭოების (შემდგომ – შერჩევის საბჭო) სახეებს, შემადგენლობას, ფუნქციებს, უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და მათი საქმიანობის წესს.
2. შერჩევის საბჭო თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებებს (დასკვნებს) სამინისტროს სისტემაში სამხედრო პერსონალის მართვის საკითხებზ