1. შერჩევის საბჭო პერსონალის შერჩევას ახორციელებს სამხედრო პერსონალის მართვის ფარგლებში განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

2. შერჩევის საბჭოს ფუნქციაა:

ა) სამხედრო მოსამსახურის თანამდებობაზე დასანიშნად შერჩევა, რომელთა ნუსხა განისაზღვრება ამ წესით;

ბ) სამხედრო მოსამსახურის კვალიფიკაციის მისაღებად/ასამაღლებლად ქვეყნის შიგნით/ფარგლებს გარეთ სასწავლებლად (გრძელვადიანი – ერთ თვეზე მეტი ვადით სწავლება) წარსაგზავნად შერჩევა;

გ) სამხედრო მოსამსახურის წოდებრივი დაწინაურებისთვის შერჩევა;

დ) სამინისტროს სისტემაში პერსონალის შენარჩუნების ან სხვა სპეციალური მიზნით შერჩევა;

ე) უფლებამოსილების ფარგლებში, გადაწყვეტილების მიღება საჩივარზე, რომლითაც დაინტერესებულმა პირმა სადავო გახადა საბჭოს გადაწყვეტილება ან/და სამხედრო მოსამსახურეთა შეფასების შედეგები.

3. შერჩევის საბჭო კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:

ა) გაეცნოს და დეტალურად განიხილოს შესარჩევ სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეები;

ბ) შეარჩიოს შესაბამის კანდიდატებს შორის საუკეთესო და განახორციელოს კანდიდატების პრიორიტეტიზაცია სასწავლო კურსებზე წარსაგზავნად;

გ) საჭიროების შემთხვევაში, დამატებით კონსულტაციებზე მოიწვიოს სამხედრო მოსამსახურეები და შესაბამისი სპეციალისტები;

დ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს სისტემის სუბიექტიდან ან მისი ქვედანაყოფიდან მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია და მასალები, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურის სპეციალური შეფასება;

ე) წოდებრივი დაწინაურების შერჩევის დროს განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების მიზანშეწონილობის ან მიზანშეუწონლობის შესახებ;

ვ) ბათილად ცნოს/ძალადაკარგულად გამოაცხადოს/არარად აღიაროს შერჩევის საბჭოს გადაწყვეტილება, ცვლილება შეიტანოს მასში ამ წესითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.

4. შერჩევის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აისახება სხდომის ოქმშ